ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

კინორეჟისორი და სცენარისტი ბუბა (რამაზ) ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი ქეთავან დუმბაძე ავრცელებს.

ბუბა ხოტივარი სხვადასხვა დროს  მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორად.  1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა “ქართული ფილმის” ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება “ადამ და ევას”. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა “მთვარის გლობუსის” გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია “მემატიანეს” დირექტორი.

როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: “ისლამი საქართველოში”, “ლეხაიმ!”, “მარკოზის სახარება”, “ლაზარეს თავგადასავალი”(ქართლოს ხოტივართან ერთად), “დიმიტრი II”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”.

იტვირთბა....