რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, დაცა ხალხს სისხლის დონაციისკენ მოუწოდა.
“ჩემი ცხოვრების ძირითად მიზანს წარმოადგენს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბრძოლა და ერთი გადარჩენილი სიცოცხლეს როცა მეორე ემატება, ეს უკვე ბედნიერებას მანიჭებს. სწორედ ეს არის მიზანი — რაც შეიძლება, მეტი გააკეთო სიკეთე და გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე. სწორედ ეს წარმოადგენს კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთ გზას. გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე ჩვენი დახმარებით. თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს მხოლოდ ერთი მომენტით, გაიღოთ სისხლი და გახდეთ დონაციის მონაწილე”, – განაცახად ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, სხვისთვის გაღებული სისხლი მათ სიცოცხლეს აჩუქებს კვლავ იქნებიან ბედნიერი.