საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ ამავე მაუწყებლის ეთერში გასული ფილმი გააკრიტიკა და ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა.
“ამ არხზე ამავე საეთერო დროს გავიდა მედიაპროდუქტი , რომელმაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს, სულ მცირე, ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაწუყებლის სტანდარტს, ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც”, – განაცხადა ირაკლი აბსანძემ.
ერთი კვირის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ფილმი გარეჯის მთის სიმართლე, რომელიც, ჟურნალისტის შფასებით, ამ ფილმმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას შეუწყო ხელი.