ვარლამ გოლეთიანმა ნამახვანჰესის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ კომპანია ენკას ზარალი საქართველოს ბიუჯეტითაა დაზღვეული და ყველა შემთხვევაში მოგებული რჩება.
“ამ კომპანიას ზარალი დაზღვეული აქვს ბიუჯეტით. არაფრით კომპანია არ ზარალდება, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაშიც კი, ის იმდენს აიღებს თანხას და ისე გავა ამ ქვეყნიდან, რომ ამაშიც მოგებული დარჩება. აშენების შემთხვევაშიც მოგებული დარჩება და საერთოდ, მოგებული ყველა შემთხვევაში და ამიტომაც არის ის აქ”, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.