ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია ვასაძეზე: ცივილიზებულობას ჩამოიფხეკენ, მივლენ იქამდე, რომ ქამრებით უნდა დააბან ვიღაც

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ლევან ვასაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ახალი პარტია პუტინის პროექტია. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ვასაძე რუსული პროექტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბოლოს ამ ცივილიზებულობას ჩამოიფხიკავენ ხოლმე და მივლენ იქამდე, რომ ქამრებით უნდა დააბან ვიღაცა, ან იძალადონ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროპუტინისტური პროექტებია. ვიცით, რომ პუტინის პორპაგანდა ამ ტიპის ვითომ მემარჯვენე კონსერვატიული, სინამდვილეში არაფერი კალსიკურ კონსერვატიზმთან ან კლასიკურ ლიბერალიზმთან საერთო არა აქვს, პროექტებში დებს ფულს და ექსტრემალურ ჯგუფებში. ყველაფერი, რაც რწმენას მოსპობს თავისუფლების იდეის მიმართ, არის პუტინის პროექტი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს, 6 მაისს, რაინდმა და პრორუსულმა ლევან ვასაძემ ახალი პარტია ერის შექმნა დაანონსა. მანვე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება აიძულებს, გავიდეს კერძო პირის პოზიციიდან და დაიწყოს ქვეყანაზე ზრუნვა.

იტვირთბა....