საზოგადოება

რჩევები, რომლითაც წონაში სწრაფად დაიკლებთ და შედეგს სამუდამოდ შეინარჩუნებთ

წონის კორექტირება მტკინვეული თემაა, მაგრამ უფრო რთულია დაკლებული წონის შენარჩუნება. წარმოგიდგენთ ექიმების და დიეტოლოგების კვლევის შედეგებს, რომლითაც წონის სამუდამოდ შენარჩუნება შესაძლებელია:

1, ნოყიერი საუზმე მიირთვით

უამრავი კვლევის და მეცნიერული დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ თუ საუზმეს გამოტოვებთ, ან მსუბუქად იკვებებით დილით, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით კალორიების მიღების შანსი წარმოუდგენლად მატულობს.

2, საუზმის ბოლოს ტკბილეული მიიღეთ

დიახ, დიახ, თქვენ შეგიძლიათ დილით, საუზმის შემდეგ ტკბილეული მიიღოთ. დღის განმავლობაში ორგანიზმი მაინც დაწვავს მიღებულ კალორიებს, თქვენ კი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აღარ გექნებათ სურვილი დღის ბოლოს ნამცხვრები დაიწყოთ თეფშზე.

3, 30 გრამი ბურღულეული დღეში

მხოლოდ 30 გრამი! თუ თქვენ არ გიყვართ არანაირი ბურღულეული, 30 გრამს თუნდაც წამლის სახით მიიღებთ. რეკომენდაციას შვრიის ფაფას ვუწევთ.

4, შეზღუდეთ ნებისმიერი სახის სასმელი

რაც არ არის წყალი, ყავა ან ჩაი. დანარჩენი-გაზიანი, ტკბილი თუ ალკოჰოლური სასმელი წონის მტერია.

5, შეამცირეთ ხორცის მიღება

მითუმეტეს შემწვარი თუ შებოლილი ხორცი წონაზე დამანგრევლად მოქმედებს. თუ ვერ ელევით, მცირე რაოდენობით მოხარშული ხორცი მიიღეთ. თუ დააკვირდებით, ვეგეტარიანელთა უმრავლესობა გამხდარია. შეცვალეთ ხორცი ლობიოთი, სოკოთი, ისინი იმ ვიტამინებს შეიცავენ, რასაც – ხორცი.

6, რძის პროდუქტებზე უარი არ თქვათ

რძის პროდუქტები როგორც დიეტური საკვებია, ასევე ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტებს შეიცავს. ამიტომ თამამად მიიღეთ ისინი. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება კარაქის, არაჟნის და ცხიმიანი შემწვარი ყველის მიღება.

7, მიიღეთ შავი ყავა

ეს გეხმარებათ მეტაბოლიზმის მოწესრიგებაში. მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, სამ ჭიქაზე მეტი ყავის მიღება დღეში რეკომენდირებული არ არის.

8,  დააკვირდით საკვებს, რა რაოდენობის შაქარს შეიცავს

დღის განმავლობაში იმაზე მეტ შაქარს იღებთ, ვიდრე გგონიათ. ბუნებრივ თუ მითუმეტეს, ნახევრად მომზადებულ პროდუქტში შაქარის რაოდენობა ხშირად მაღალია.

9, რაციონში წვნიანი ჩართეთ

დღის განმავლობაში ეცადეთ საკვებ რაციონში წვნიანი იყოს. კარგია თუ მყარ საკვებამდე ჯერ წვნიანს მიიღებთ.

10, თეთრი პური შეცვალეთ

და მიიღეთ ხორბლის პური. პურის მთლიანად უარყოფა არ შეიძლება. ის იმ ვიტამინებს შეიცავს, რომელიც სხვა პროდუქტს არ გააჩნია. მაგრამ აკონტროლეთ მისი დოზა და აუცილებლად უარი თქვით თეთრ პურზე.

იტვირთბა....