რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. ინფორმაცია ამის შესახებ inforustavi-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.