ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გაურკვეველია, რაზე ვერ შეთანხმდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
“არ არის ახლა ეს ისეთი ამბავი, რომ არიქა, ვერ შევთანხმდეთ. ძირითად პრინციპებზე ვართ შეთანხმებულები, რომ ყველაზე უნდა გავრცელდეს, ორივე მხარეზე და არ გავრცელდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ასახიჩრებდნენ ხალხს. ეს ცალ-ცალკე განხილვები ძაან არასერიოზულია. კი ბატონო, ჩვენ ერთსაც მოვუსმენთ და მეორესაც. შესაძლოა, არცერთს არ დავუჭიროთ მხარი, შესაძლოა, ორივეს დავუჭიროთ”, – აღნიშნა ელისაშვილმა.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შსახებ კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით იმართება ამ წუთებში პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა.