გარშემომყოფები ხშირად გისვამენ კითხვებს – როდის გეშველება? როდის მოიყვან ცოლს? როდის გათხოვდები? თქვენც უკვე ფიქრობთ, რომ გვიანდება აღმაფრთოვანებელი სიყვარულის ისტორია, არ ჩანს თეთრ ცხენზე ამხედრებული თქვენი პრინცი, ან პრინცესა. იწყებთ უკვე დაოჯახებული მეგობრების რჩევების გათვალისწინებას. ცდილობთ გახვიდეთ გარეთ, მოწყდეთ სამსახურს, სახლს და „სადმე გადაეყაროთ“ ოცნების მეორე ნახევარს. ეს მხოლოდ თქვენი ისტორია არ არის. მსოფლიოში ყველა, ქალი და კაცი, სასურველი პარტნიორის ძებნას იწყებს, თუმცა ისმის კითხვა – სად?
როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მიღებულ დასკვნებს გვიზიარებენ, მნიშვნელოვანია „პარტნიორის მოსაძებნი ადგილის“ სწორად შერჩევა, რადგან ხანმოკლე და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ადამიანები სხვადასხვა ადგილებში ეძებენ პარტნიორს. წარმოგიდგენთ ორივე მათგანს.
ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის პარტნიორებს ეძებენ:
სამსახურში, რელიგიური შეკრებების ადგილას, ფიტნეს ცენტრში, ყავის მაღაზიებში, მეზობლებთან, კონფერენციებზე, პარკებში…
ხანმოკლე ურთიერთობებისთვის პარტნიორებს ეძებენ:
ბარში, ღამის კლუბში, წვეულებაზე, სანაპიროზე, ქორწილში…
გამოკითხვებში მონაწილეობას იღებდნენ 18-დან 72 წლამდე ასაკის პირები.