ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ ახალ პარტიას რეიტინგი არ ექნება და აღნიშნავს, რომ ეს არის ივანიშვილის მორიგი სვლა, ქვეყანა დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე.
“ბოლო მცდელობაა, რომ დაცემული დროშა აიტაცოს. ახლა იქნება დასავლეთის ლანძღვა და ღმერთისა და სამშობლოს სახელით “გადარჩენა”, ანუ რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის ბიძგების მცდელობა. ჩაიარა ამ მატარებელმა, საქართველო არის ევროატლანტიკურ კალაპოტში და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ამ პარტიის პერსპექტივა არის ნული. პატრიოტთა ალიანსი, გახარიაც მაგ ფლანგზეა, საბოლოოდ ეს არის იავნიშვილის ჭრელი კოალიცია – პროდასავლური ჯგუფებით დაწყებული ანტიდასავლურით დამთავრებული. ეს არის ივანიშვილის მცდელობა ახალი კოალიციის შეკოწიწებისა რუსეთის დახმარებით. ამ პარტიის პოლიტიკური პერსპექტივა არის ნული. მისი რეიტინგი იქნება 0.666 ურჩხულის ნიშანი”, – განაცხადა რომან ვასაძემ.
6 მაისს, რაინდმა ლევან ვასაძემ ახალი პარტია ერის შექმნა დააანონსა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აიძულებს, კერძო პირის პოზიცია დატოვოს და ქვეყნისთვის ზრუნვა დაიწყოს.