რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში დავითგარეჯში მომხდარ ინციდენტს შემდეგნაირად გამოეხმაურა:
“სვიმონი ჯანგულაშვილი: “ძალადობა ცუდია, ძალადობას ბადებს ძალადობა, რაც ასევე ცუდია.
მთავარის, პირველის და ფორმულას “ჟურნალისტები” ძალადობთ ქართველი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ.
შესაბამისად, თქვენნაირი უკულტუროები თქვენს ძალადობას ძალადობით პასუხობენ. აპიარეთ ნაცების 6 პარტია, ცაავა, სარია.
მხარი დაუჭირეთ სადისტი და უზნეო უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე.
ებრძოლეთ პატრიარქს და ეკლესიას. ალანძღინეთ პატრიარქი ცაავას და მის სექტას.
აუცილებლად თქვენს ამ აგრესიას და უზნეობას იმავე ნაირად უპასუხებენ.
ქართული ოცნება თქვენგან და ნაცებისგან არ იცავს ქვეყანას.
შესაბამისად, ხალხში ვინც ნაკლებად კულტურულია, ძალადობით იცავენ თქვენგან თავს.
კი არ ვამართლებ ძალადობას, ვხსნი მექანიზმს, თუ რა ხდება… დანარჩენები არ ვძალადობთ თქვენზე. უბრალოდ კანალიზაციებს გეძახით მთავარს და ფორმულას. ტვ-პირველს კი, სოფლის უბორნიას”, – წერს რობერტ სტურუა.
ცნობისათვის, ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, 5 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, საგარეჯოს სოფელ უდაბნოში, რომლის სიახლოვესაც წინა დღით მთავარი არხის ჟურნალისტსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ, მათ გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით დახვდნენ.
შეგახსენებთ, წინა დღით, 4 მაისს, დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.