მთავარი ციტატა

უცნობი: არავის ეგონა, რომ საქართველოში 6 000 ბერის ხსენების დღეს დავით-გარეჯში აცვივდებოდნენ

[su_quote]დღევანდელმა გარემოებამ არ მომცა იმის უფლება, რომ უყურადღებოთ დამეტოვებინა დავით-გარეჯში განვითარებული მოვლენები. გადავწყვიტე მელაპარაკა იმ გაუთავებელ პრობლემაზე, რასაც ქართული მედია ქვია დღეს საქართველოში. რა სიტუაციაშიც ისინი ადამიანების უმრავლესობას ამყოფებენ, ეს მართლა არავის წარმოედგინა, რომ ასეთი დრო დადგება. დადგებოდა საქართველოში დრო, რომ ესე უმოწყალოდ დაიწყებდნენ ეკლესიის გინებას, დაიწყებდნენ უსმინდესის გინებას, 6 000 ბერის ხსენების დღეს აცვივდებოდნენ დავით გარეჯში, იქ მოაწყობდნენ ერთ ამბავს, ისეთ ამბავს, რომელსაც თბილისში ყოველდღიურად ვართ შეჩვეულები. ყველა ველოდებოდით ამ დღეს. პრემიერი შეხვდა ალიევს. მოვისმინეთ, რომ შეხვედრა იყო ძალიან კარგი. იყო ლაპარაკი დავით-გარეჯზეც და მისი გადაწყვეტის პრობლემაც, რომ დადებითად გადაწყდება პრობლემა, ამაზეც იყო საუბარი და ამ დროს ხდება ზუსტად ეს სიტუაცია, რაც ხდება დავით-გარეჯში და კეთდება უდიდესი პროვოკაცია, ან უნდოდათ დიდი პროვოკაციის გაკეთება, რადგან იქ იყო ძალიან ბევრი თვითმხილველი. ყველამ კარგად დაინახა, რაც იყო და როგორც იყო, რატომაც იყვნენ ეს ქალბატონები და ვაჟბატონები იქ ჩასულები[/su_quote]

განაცხადა ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში კიდობანი.

 

იტვირთბა....