ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანადაში 12-15 წლის ბავშვებისთვის Pfizer/BionNTech-ის ვაქცინით აცრა დაუშვეს

კანადამ 12-15 წლამდე ბავშევბისთვის Pfizer/BionNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრა ოფიციალურად დაამტკიცა.

ეს არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ამ ასაკის ბავშვებს აცრიან.

კანადის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებ ვაქცინის შესახებ მესამე კლინიკური ცდების მონაცემებს ეფუძნება.

კანადაში უკვე 14 მლნ-ზე მეტი ვაქცინაა გაცემული. მოსახლეობის თითქმის 3% სრულად ვაქცინირებულია. მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.

კანადის ჯანდაცვის სამინისტრო ფაიზერთან ერთად გააგრძელებს კვლევებს და გამოაქვეყნებს მის ეფექტურობას, ხარისხსა და შედეგებს 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

იტვირთბა....