ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები – თურნავას განცხადება

„ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას. შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ვარეგულირებდით ამას ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით. წელს ჩვენ იგივე ამოცანას, ანუ ეპიდსიტუაციის მართვას, ვაკეთებთ ჩაკეტვების გარეშე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.

ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ. უქმეების გამოცხადებამ და საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვამ მობილობის შემცირების კუთხით იმუშავა. ამ ეტაპზე რაიმე დიდ შეზღუდვებს ბიზნესში არ ვაწესებთ და ვცდილობთ, რომ ამის გარეშე გავიდეთ“, – თქვა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

„საუბარია დაახლოებით იგივე წესებზე, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იგივე პრინციპის გამოყენება სახმელეთო ვიზიტორების მიმართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....