დავითგარეჯში მომხდარ ინციდენტს, სადაც ივერი მელაშვილს და მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ფორმულას ტელეწამყვანი, ვახო სანაია მთავარ არხთან გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ყოფს და მათ მიმართ, ვინც მმართველი გუნდის პოლიტიკას არ ეთანხმება, ძალადობას ახალისებს.
“ის, რაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე მოხდა, არის გაგრძელება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ. როდესაც ხელისუფლებამ მედიას მიულოცა პროფესიული დღე, ცოტა გაგვეცინა, აბსოლუტური ფარსი იყო ეს თავიდან ბოლომდე. ჟურნალისტები მუშაობენ უმძიმეს პირობებში. ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია და ეს შემდგომ პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაში გადმოიღვრება. ხელისუფლება საზოგადოების პოლარიზებას აკეთებს და ვინც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება, ყველას მიმართ წახალისებულია ძალადობა”, – თქვა ვახო სანაიამ.
გუშინ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს.