ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტოში დაუდასტურეს.

როგორც ირკვევა, ცეცხლნასროლი ჭრილობები კაცს  ფეხის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, რადგან ისინი ახლო მეგობრები იყვნენ.

დაჭრილის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

უწყებაში მეტრონომს უთხრეს, რომ გამოძიება 19/108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....