ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა გახელაძის მეუღლე: ოპოზიცია აამოქმედებს იმ ბერკეტებს, რომელიც შეუძლია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, აუცილებელია გამოიყენონ საპარლამენტო ბერკეტები, რომ გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქე.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის თქმით, მან ოპოზიციონერი ლიდერებისგან დაპირება მიიღო, რომ გამოიყენებენ ყველანაირ ბერკეტს გახელაძის გასათავისუფლებლად.

“ჩვენი ერთადერთი პრობლემა არის გათავისუფლება და ეს იქნება გათავისუფლების საკითხებში, როგორც შეუძლიათ ყველანაირად გაიგონ ინფორმაცია დაზუსტებით, დეტალურად, რომელიც შეიძლება სუს-ს ჰქონდეს. ამის შემდეგ აამოქმედებენ იმ ბერკეტებს, რომელიც შეუძლიათ”, – თქვა ზაზა გახელაძის მეუღლემ.

ცნობისათვის, ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. მას ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო გამოძება მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება.

იტვირთბა....