ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპული საქართველო გარეჯის ინციდენტზე: ივანიშვილის რეჟიმის დაუსჯელი დანაშაულებების გაგრძელებაა

“გუშინ გარეჯის მონასტერთან ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და მათი ნაწილია”, – ამის შესახებ პარტია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, ეს ამბავი დასტურია იმის, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითიც აქამდე მართავდა ქვეყანას.

“ეს ამბავი ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას.

ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია ქართული ოცნების მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელუსუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა. ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 მაისს დავითგარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმა განხორციელდა.

იტვირთბა....