მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ივერი მელაშვილი უნდა მოერიდოს მძაფრ სიტუაციებს. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.
“ივერი მელაშვილი, რომელიც არის ოფიციალურად ბრალდებული სახელმწიფოს მიერ და არის გირაოთი გამოშვებული, უნდა მოერიდოს მძაფრს სიტუაციას. მას ფეხით რომ აქვს შემოვლილი, არც მაშინდელ საქმეზე ვემადლიერებით და არც გუშინდელზე”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, თუკი ივერი მელაშვილს რაიმე პატივისცემა აქვს დავითგარეჯში მყოფი ხალხის, მათ გაღიზიანებაზე არ უნდა წახვიდე.
“რა აუცილებლობა იყო გუშინ, როცა იქ ხალხმრავლობა იყო, მონასტრის კარებთან ივერი მელაშვილის გამოჩენა და მაინცდამაინც იქ ინტერვიუს ჩაწერა. ბევრ შეკითხვებს იწვევს ესეც” – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
გუშინ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს.