საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაქოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
“ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.
ჩვენ ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ. მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ ალიევს ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის და მოხარული ვიქნები ვუმასპინძლო მას თბილისში”, – აღნიშნულია პრემიერმინისტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ.