კომპანია Glovo კიბერშეტევის სამიზნე გახდა და მას ჰაკერები დაესხნენ თავს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა forbes-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ჰაკერები მომხმარებლებისა და კურიერების ანგარიშზე წვდომის უფლებას ყიდდნენ, გარდა ამისა, შესაძლებელი იყო, მათი პაროლების ცვლილებაც.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერებმა საკრედიტო ბარათების მონაცემების მოპარვა ვერ მოახერხეს.
შგახსენებთ, რომ Glovo ესპანური მზარდი სტარტაპ კომპანიაა.