ბრაზილიაში, სანტა კატარინას შტატის ქალაქ საუდადეში 18 წლის პირი საბავშვო ბაღს მაჩეტეთი შეიარაღებული თავს დაესხა და 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, მსხვერპლებს შორის არის სამი ბავშვი, მათ შორის, 2 ორ წლამდე ასაკის. ასევე, 2 თანამშრომელი. უცნობია, თავდასხმის მიზეზი.
თავდასხმის შემდეგ დამნაშავემ საკუთარი თავი დაიზიანა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოცემის ინფორმაციით, მომხდარის დროს შენობაში ათეულობით ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვების გადარჩენას მასწავლებლები მათი დამალვით ცდილობდნენ.