აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს, კერძოდ, რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკსის მიმართულებით.
“მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე, დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები”, – თქვა არჩუაძემ.
ცნობისათვის, ვიზეარმა საქართველოში ფრენები 18 აპრილს განაახლა. ამ დროისთვის ავიაკომპანია ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით დაფრინავს.