ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოჩენა დაგეგმილი პროვოკაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ივერი მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ვთქვათ, სავაჭრო ცენტრში გამოჩენა კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად დაგეგმილი პროვოკაციაა.

“სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაციაა. ერთის მხრივ სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ და მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია. მესამე, დაპირისპირების ახალი კერა შეიქმანს, როდესაც ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ დავითაგრეჯი არ განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიას, აი, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინ დავითგარეჯის ტერიტორიაზე სამოქალაქო და სასულიერო პირები ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტა და ოპერატორს თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს.

იტვირთბა....