ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ივერი მელაშვილი: მომხდარის ხელშემწყობი არის ხელისუფლებისა და პროკურატურის სიცრუის კამპანია

ივერი მელაშვილის გუშინ დავითგარეჯში მომხადრის ხელშემწყობი ფაქტორი არის სიცრუის ტირაჟირებული კამპანია, რაც მთავრობამ და პროკურატურამ წამოიწყო.

“სასულიერო და სამოქალაქო პირებიც იყვნენ. პრაქტიკულად, ვასრულებდით სიუჟეტს, ამ დროს ჩამოვიდნენ და შენ აქ რა გინდა, შე გამყიდველოო. მერე ჟურნალისტებს მიუტრიალდნენ. რაც უწყობს ხელს, ეს არის სიცრუის ტირაჟირებული კამპანია, რაც წამოიწყო მთავრობამ და პროკურატურამ. აბსოლუტურად მართალები ვართ ყველა ბრალდებაში”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

გუშინ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტა და ოპერატორს სამოქალაქო და სასულიერო პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს.

იტვირთბა....