სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა ნომერი 591 00-07-11. კილაძის მტკიცებით, ეს ნომერი პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს ეკუთვნის და ამ ნომრიდან საკრებულოს დამოუკიდებელ დეპიტატ ალეკო ლეისაშვილს 6-ჯერ დაურეკეს.
ჩვენ ეს ინფორმაცია თავად ელისო კილაძესთან გადავამოწმეთ.
„დღეს გაზეთში გამოვაქვეყნე მობილური ტელეფონის ნომერი და მტკიცებულები, რომლებიც ნამდვილად ასაბუთებს იმას, რომ მანანა კობახიძემ ექვსი მესიჯი ერთ დღეს 2014 წლის 30 აპრილს ალეკო ელისაშვილს გაუგზავნა“. – აცხადებს კილაძე.