ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანზორ მელია: როგორც მშობელს, მირჩევნია, ნიკა ციხეში იჯდეს, ვიდრე ამნისტიას ხელი მოაწეროს

ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია TV პირველთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსი ამნისტიით ციხის დატოვებას არ დათანხმდება.

“არ დათანხმდება ამნისტიით გამოსვლას და მეც, როგორც მშობელი, ვამბობ, მირჩევნია, ციხეში იჯდეს და მოიხადოს, რასაც მიუსჯის ეს კაცთმოძულე მთავრობა ნიკას, ვიდრე ხელი მოაწეროს. დაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს ეს მთავრობა, ვაჟკაცია”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

გარდა ამისამ, ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ მთავრობას რუსეთის იმედი აქვს, თუმცა, ნიკა მელიას ციხეში გატარებული დღე მათი ყოფნის დასასრულს ნიშნავს.

“იცის ოცნებამ, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვუია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ”, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

იტვირთბა....