ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სააღდგომო დღეებში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო 900-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა.

მაუწყებლის ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 2 მაისიდან და 4 მაისის დილის 10:00 საათამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი.

მათ შორის:

თბილისი – 281 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 226;

საქართველოს დანარჩენი რეგიონები – 504, ჰოსპიტალიზაცია – 432.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში მოიმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც. ამ მიზეზით ცენტრში 411 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 194 ჰოსპიტალიზაციით დასრულდა.

კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები:

თბილისი – 121 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 27;

საქართველოს სხვა რეგიონები — 290 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 167.

იტვირთბა....