დავით გარეჯაში ჩასულ ივერი მელაშვილს სავარაუდოდ, საუსლიერო პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მთავარი არხის ჟურნალისტებს კამერა დაუზიანეს.
ინფორმაცია ამის შესახებ GDI-ს თანამშრომელმა, გვანცა წულუკიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
“ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!!
ბრწყინვალე შვიდეულში, სასულიერო პირების მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა!!!
ალბათ მერე გასწორდნენ წელში და დაიწყეს გალობა”, – წერს წულუკიძე.
როგორც ცნობილია, გამოძახებულია პოლიცია. metronome.ge არკვევს შემთხვევის დეტალებს და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.