სტამბოლში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელწმიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ დოიჩე ველემ გაავრცელა.
დაკავებული ავაღანელია და მისი კოდური სახელი ბასიმია. პოლიციამ იგი სტამბოლის გარეუბანში დააკავა, როცა ყალბი პასპორტით გადაადგილდებოდა. გამოცემის ცნობით, იგი სირიასა და ერაყში სამხედრო წვრთნებს ხელმძღვანელობდა.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მარჯვენა ხელი იყო და იგი 2017 წლის შემდეგ გაუჩინარებული იყო.