ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ვაქცინაცია ტურიზმის აღგენის პერსპექტივებს უფრო გაამყარებს.
“მიუხედავად პანდემიისა, არამარტო არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი კომპანიები ემატება ჩვენს ავია ბაზარს. უკვე არის ფრენები ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტიდან. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რომელიც ყველაფერს ამას დაემატება, რა თქმა უნდა, უფრო გაამყარებს ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის შემუშავებული, რა დამატებითი შეღავათები დაწესდება უკვე აცრილ ადამიანებზე.