უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამ კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.
“ამასთან, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები , საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრულ კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ასევე, განიხილება შეღავათების დაწესება მათთვის, ვისაც ვაქცინაციის კურსი ჩატარებული ექნება.