ახალი ამბები პოლიტიკა

სააკაშვილი: გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, ხელისუფლება წელს აუცილებლად შეიცვლება

მიხეილ სააკაშვილმა დოიჩედ ველეს რუსულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს და არსებული ხელისუფლება ამ წელს აუცილებლად შეიცვლება.

“ვფიქრობ, რომ საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ძალაუფლების ცვლილება ამ წელში. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღებულია შეთანხმება, რომელიც შორს არის სრულყოფილებისგან, მაგრამ რომელიც გახსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად, ამ წლის შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისა. ამიტომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით. ჩვენ ბოლომდე მივალთ და მათ არ მივცემთ უფლებას, გაანადგურონ ქვეყანა”, — განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა იმისთვის, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, ისევე მოექცეს, როგორც რუსეთი ნავალნის მოექცა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მზად არის, თუმცა, ნავალნის არ აქვს ისეთი მხარადჭრა, როგორც მას საქართველოში.

“რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია და მე, უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის გმირად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში ჯერჯერობით არ არის, დროსთან ერთად მოვა, თუ გადარჩება, რა თქმა უნდა. ის პლიტიკურად სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდებს, მისგან უსიამოვნო რაღაცები მახსოვს მისგან, საერთო ჯამში ის გმირობის სიმბოლოა, ასეთი ადამიანები ცოტაა და მას მხარდაჭერა სჭირდება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნავალნის იმაზე დიდი მხარადჭერა აქვს, ვიდრე ამას ამბობენ.

იტვირთბა....