ახალი ამბები კორონავირუსი

გამყრელიძის თქმით, სინოფარმით აცრილები ვაქცინის ავტორიზაციის გარეშეც იმოგზაურებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სინოფარმით აცრილი ადამიანები იმ შემთხვევაშიც შეძლებენ მოგზაურობას, თუ ეს ვაქცინა WHO-ს ავტორიზაციას ვერ მიიღებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურობას შეძლებენ თავისუფლად”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმით ვაქცინაცია დღეს დაიწყო და ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი პირველია, ვინც აღნიშნული ვაქცინით აიცრა.

ვაქცინა სინოფარმს, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია და ამ ეტაპზე მისი განხილვა მიმდინარეობს. განხილვის შედეგები, სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....