ბილ და მელინდა გეითსები განქორწინდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ბილ გეითსმა საკუთარი ტვიტერით გაავრცელა.
წყვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრისა და საკუთარ ურთიერთობაზე მუშაობის შემდეგ მიიღეს.
“ბოლო 27 წლის განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ სამი შესანიშნავი ბავშვი და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს, რათა ხალხმა ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრება შეძლოს” – განაცხადა ბილ გეიტსმა.
ასევე, გეიტსმა აღნიშნა, რომ აგრძელებენ ერთად მუშაობას.
ბილ გეიტსი კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანია.