თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთში თავი ააფეთქა, შემთხვევას NATO-ს ექვსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ტერაქტზე პასუბისმგებლობა თალიბანმა აიღო. შემთხვევის შემდეგად 3 პოლიციელი და ჯარისკაცი დაიჭრა.
NATO-ს ცენტრლალურმა შტაბმა ქაბულში დაადასტურა ჯარისკაცთა დაღუპვისა და დაჭრის ინფორმაცია, თუმცა ორგანიზაცია დაღუპული ჯარისკაცების ეროვნებებს არ ახმაურებს.
აფეთქება ბაგრამში მოხდა. აქ საერთაშორისო მისიის ჯარისკაცთა ერთ-ერთი ძირითადი ცენტრია. ამჟამინდელი მონაცემებით, ბაგრამში 9 800 ჯარისკაცია განლაგებული.