ახალი ამბები კორონავირუსი მსოფლიო

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა.

გამოცემა BBC-ს ცნობით, მიუხედავად აღნიშნული რიცხვისა, ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ინდოეთში აცხადებენ, რომ 30 აპრილს, მას შემდეგ, რაც ინფიცირების 400 000 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და დღეს უკვე 355 832  ახალი შემთხვევაა დადასტურებული.

ექსპერტების თქმით, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზუსტ რაოდენობას არ აცხადებენ. მაგალითად, ორშაბათს ქალაქ დელიში კორონავირუსით 448 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ახალი ანტირეკორდია.

იტვირთბა....