ჰოლივუდისა და ბოლივუდის ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა საქველმოქმედი ორგანიზაცია GiveIndia-ს ინდოეთში კოვიდინფიცირებულებისთვის თანხი შეგროვებაში ეხმარება და საკუთარ ინსტაგრამგამომწერებს მოუწოდებს, ჩაერთონ ამ საქმეში.
“ჩემი სახლი, ინდოეთი საშინელ კოვიდკრიზისს განიცდის და ჩვენ ყველას გვჭირდება დახმარება! გარდაცვლილთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ავადმყოფობაა ყველგან და ეს კიდევ უფრო დიდ მასშტაბსა და მაღალ რიცხვებში აგრძელებს გავრცელებას”, – განაცხადა პრიანკა ჩოპრამ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე.
მსახიობი მოუწოდებს საკუთარ გამომწერებს, რომ თითოეულმა მათგანმა რომ 10 $ ჩარიცხოს, მილიონს აღწევს და ეს ძალიან დიდი თანხაა.
ასევე, პრიანკა ჩოპრა მადლობას უხდის მათ, ვინც უკვე გადარიცხა ორგანიზაციის ანგარიშზე თანხა და აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი.
ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის სულ 19 925 604 შემთხვევაა დაფისიქრებული, მათ შორის, გარდაცვლილია 218 959, ხოლო გამოჯანმრთელებულია 16 293 003 ადამიანი.