ახალი ამბები მედია

ჰარცელი: ხარისხიანი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ხარისხიანი ჟურნალისტიკა არის ვაქცინა დეზინფორმაციის წინააღმდეგ”.

“ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი არიან თავდადებული, პროფესიონალი ჟურნალისტები. მადლობას გიხდით ამ წვლილისთვის”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გარდა ამისა, ჰარცელმა გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად, ხოლო 2020 წლის გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ მიულოცა.

 

იტვირთბა....