საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 3-დან 12 მაისამდე უქმე დღეები გამოცხადდა, რის გამოც არსებული წესები იცვლება, კერძოდ:
3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს;
საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე;
უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას;
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე.