ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალგაზრდის სიცოცხლეს, რომელიც ანძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, საფრთხე არ ემუქრება

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ელექტროანძაზე ახალგაზრდა მამაკაცი ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, 19 წლის ახალგაზრდა მაშველებმა ანძიდან უკვე ჩამოიყვანეს. უწყების ცნობითვე, გამოძება 115-ე მუხლით დაიწყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ინციდენტის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

იტვირთბა....