aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ყაზახურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ატირაუდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რომელმაც 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა.

ცნობისათვის, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

იტვირთბა....