[su_quote]როგორც ყოველთვის, გთხოვთ განსაკუთრებული ადგილი დავუთმოთ ლოცვებში მათ მოხსენიებას, ვინც ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთ მკვიდრობენ და საკუთარი მუხლჩაუხრელი შრომით ძალიან გვიმსუბუქებენ აქ ყოფას. ყოვლადმოწყალე ღმერთმა ინებოს მათი სამშობლოში დაბრუნება და სააღდგომო სიხარულის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გაზიარება.
არ დაგვავიწყდეს, რომ გოლგოთა მუდმივი არაა, მას ბრწყინვალე აღდგომა და ამაღლება მოსდევს, მთავარია ქრისტესთან ერთად აღდგომა და ამაღლება თავად ჩვენ მოვისურვოთ!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა![/su_quote]
აცხადებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკი სააღდგომო ეპისტოლეში.