საზოგადოება

ძირითადი განსხვავებები მდიდარსა და ღარიბს შორის

სიმდიდრე – ეს არჩევანია, რომელსაც ადამიანები აკეთებენ. როგორც ბილ გეითსმა თქვა, თქვენი ბრალი არ არის თუ ღარიბად დაიბადეთ, მაგრამ თქვენი ბრალია თუ ღარიბი მოკვდებით. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ აუცილებლად ღარიბი იყოთ, სიმდიდრე გელოდებათ, მაგრამ მის მისაღებად თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი გონება და დამოკიდებულება.

წარმოგიდგენთ იმ ადამიანის შეფასებებს, რომელიც დაიბადა სიღარიბეში და 24 წლის ასაკში პირველი მილიონის მფლობელი გახდა. მისი განმარტებით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის 10 შემდეგი განსხვავებაა:

1, ღარიბი ადამიანი სკეპტიკურად განწყობილია

ღარიბი ადამიანები ყოველთვის ეძებენ რამე საეჭვოს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ გარშემო უარყოფითი მოვლენები ხდება. ისინი გარშემომყოფებში მტრებს ხედავენ.

მდიდარი ადამიანი რწმენით სავსეა

წარმოუდგენელია, მაგრამ მდიდარი ადამიანები ხშირად ღიას ტოვებენ სახლის თუ მანქანის კარს. მათ აქვთ მიდრეკილება, რომ ენდნონ გარშემომყოფთ. ისინი შესაძლებლობას აძლევენ გარშემომყოფებს, ერთად განვითარდნენ.

2, ღარიბი ადამიანი ეძებს დამნაშავეს

ღარიბი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ეძებს მიზეზს და პრობლემას, არა  მისი გადაჭრის გზებს. ისინი ყველას და ყველაფერს ადანაშაულებენ საკუთარ წარუმატებლობაში, გარდა საკუთარი თავისა.

მდიდარი ადამიანი ეძებს წარმატებას

მდიდარ ადამიანს ესმის, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებას მისცენ საშუალება წარმართოს მათი ცხოვრება, თავადვე წერენ სცენარს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ცხოვრება. ისინი ყველაფრეს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაჭრან პრობლემები, მიზეზების მიუხედავად.

3, ღარიბი ადამიანი ვარაუდობს

რეალობის და ფაქტების წინაშე მდგომი ღარიბი ადამიანი ვარაუდების გაკეთებას იწყებს. მაგალითისთვის: თუ მას სჭირდება, რომ შეხვდეს ცნობილ, პოპულარულ ადამიანს, ღარიბი იწყებს ფიქრს, რომ ის სავარაუდოდ მოუცლელია, ვერ იპოვის მასთან შეხვედრის დროს, უარს იტყვის შეხვედრაზე… ნაცვლად იმისა, რომ შეამოწმოს ეს ვარაუდი, ან დასვას კითხვები, ის არასდროს ცდილობს ნადვილად მიიღოს ის, რაც უნდა.

მდიდარი ადამიანი სვამს კითხვებს

ბევრი მდიდარი ადამიანი სვამს კითხვას: „რა მოხდება თუ? …“. თუ თქვენ დაიწყებთ კითხვების დასმას, მიიღებთ პასუხებს და უმეტესად იმგვარს, როგორიც გაწყობთ. ძალაუფლება მათ ხელშია, ვინც სწორ კითხვებს სვამს.

4, ღარიბი ადამიანი ამბობს -„ის“, „ისინი“

ტბილეულის მაღაზიაში მომუშავე, რეგისტრატორი  ქალბატონი ამბობს: „ამათ არასდროს არ ჰყავთ საკმარისი მოლარეები, არ ვიცი რა სჭირთ“. აშკარაა, ის თავის თავზე არ იღებს იმ კომპანიის საქმეებს, სადაც მუშაობს, არ ფიქრობს, რომ მასაც შეუძლია ხარვეზების გამოსწორება, ინიციატივის გამოჩენა.

მდიდარი ადამიანი ამბობს -„ჩვენ“

სიმდიდრე მოდის მაშინ, როცა გჯერათ რასაც აკეთებთ და გჯერათ მათი, ვისთან ერთადაც აკეთებთ.

5, ღარიბ ადამიანს სურს იაფი გამოსავალი

თუ დააკვირდებით, ღარიბი ადამიანების უმეტესობა იაფ სამოსს ეძებს. არა იმიტომ, რომ თანხა არ ყოფნით, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ იაფია, ნაკლების გადახდა უნდათ. ხშირ შემთხვევაში ღარიბი ადამიანი შენაძენს აკეთებს იმიტომ, რომ მასზე დაბალი ფასი დაინახა, და არა იმიტომ, რომ ის სჭირდება.

მდიდარ ადამიანს სურს საუკეთესო გამოსავალი

მდიდარი ადამიანი გაივლის დამატებით კილომეტრებს სასურველის მისაღებად. ისინი საკუთარ თავს საუკეთესოს უფლებას აძლევენ და იშვიათად იძენენ იმას, რასაც არ გამოიყენებენ.

6, ღარიბი ადამიანი ფიქრობს, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრო

უამრავი ადამიანი კარგავს გარკვეული თანხის მისაღებად დროს. არადა, თქვენ შეიძლება დაკარგული 500 დოლარი უკან მიიღოთ, მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ დაკარგულ 500 საათს უკან… სამწუხაროდ, ბევრი ღარიბი ადამიანი კარგავს დროს მცირე ანაზღაურებისთვის, ამიტომ მათ აღარ რჩებათ დრო სიმდიდრისთვის.

მდიდარი ადამიანი ფიქრობს, რომ დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე-ფული

მდიდარი ადამიანები არასდროს კარგავენ დროს ფულისთვის.  მათი კარიერა აქცენტირებულია იმაზე თუ რა უყვართ, რა დაეხმარებათ სხვებს, და არა ფულსი ძიებაში.

7, ღარიბი ადამიანი ძველს იმეორებს

ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ღარიბი ადამიანი შესაძლებლობას ხედავს, აკვირდება სხვები რას აკეთებენ ამ დროს, როგორ იქცევიან და ცდილობს იგივე გაიმეოროს. მათ სჯერათ, რომ საუკეთესოა იმის კეთება, რაც სხვებმა უკვე გააკეთეს.

მდიდარი ადამიანი ახალს ქმნის

მარტივი მაგალითისთვის, ერთ-ერთმა მდიდარმა ადამიანმა „პორშეს“ ახალი მოდელი თავისი გემოვნებით გადაღება. ეს ნიშნავს იმას, რომ მდიდარი ადამიანები ეძებენ სიახლეებს და თავად ქმნიან მათ.

8, ღარიბი ადამიანი იღებს სამოყვარულო რჩევებს

ღარიბი ადამიანი თითქმის ყველასგან იღებს რჩევას ყველა საკითხზე. მათ არ უნდათ ამ რჩევების გადამოწმება, ავტორიტეტების მოსმენა, ისინი არ ცდილობენ გამოცდილების მიხედვით მიიღონ რჩევები ადამიანებისგან. უბრალოდ, ყველას უსმენენ და უჯერებენ.

მდიდარი ადამიანი იღებს ექსპერტის რჩევებს

მდიდარი ადამიანი მხოლოდ გამოცდილი, სპეციალისტის რჩევას ენდობა. ისინი დიდ თანხას არ იშურებენ ამგვარი ადამიანების დაქირავებაში, რადგან იციან, რომ რჩევა-ეს მნიშვნელოვანია, ხოლო გამოცდილი ადამიანის რჩევა- შეუცვლელი.

9, ღარიბ ადამიანს დიდი ტელევიზორი უდგას

ღარიბი ადამიანი თავისუფალ დროს ფუჭ გართობას უთმობს.

მდიდარ ადამიანს აქვს დიდი ბიბლიოთეკა

მდიდარი ადამიანები არიან განსწავლულნი და ზოგადად, ბევრ წიგნს კითხულობენ. ისინი მუდმივად ახლის შესწავლაზე არიან ორიენტირებულნი.

თუ გსურთ გახდეთ მდიდარი, რა თქმა უნდა, უნდა გაიზიაროთ ის ჩვევები და თვისებები, რაც მათ ახასიათებთ.

 

იტვირთბა....