ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ფორმულას ეთერში ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. იგი არ გამორიცხავს, რომ შარშან, შემოდგომის პერიოდში არსებული ეპიდმდგომარეობა განმეორდეს, თუმცა, აქვე იმედს იტოვებს, რომ ეს მაინც არ მიიღებს დიდ მასშტაბს.
“ფაქტია, რომ აღმავლობა გვაქვს, დადებითობის მაჩვენებელი მატულობს. რა მასშტაბს მიაღწევს, ამის პროგნოზირება ძნელია და როგორც ვნახეთ, ამ ერთი წლის განმავლობაში, მაინცდამიანც დიდად არ ამართლებდა. სამწუხაროდ, არის რისკი, რომ შემოდგომის სურათი განმეორდეს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მაინც, ასე თუ ისე, იმუნური მოსახლეობა ახლა უფრო მეტია, ვიდრე შემოდგომით და იქნებ, მასშტაბები ასეთი აღარ იყოს”, – თქვა მაია ბუწაშვილმა.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1147 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 690 ადამიანი.