სამების ლავრის კეთილმოწესე მამა იოანეს (მჭედლიშვილი) განცხადებით, იერუსალიმიდან საქათველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ და მას ეპარქიებში გაანაწილებენ. მისივე თქმით, ტაძარში ამ დროისთვის მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება საღვთო ლიტურგია. ამის შესახებ მამა იოანემ პირველ არხთან განაცხადა.
„მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა ტაძრის დეზინფექცია. 23:00 საათისთვის ველოდებით ხალხს. რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია, ეს ყველაფერი ელემენტარულია, რითაც ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ეს ყველაფერი. სტიკერები პანდემიის დაწყებისთანავე დაეკრო და იმის მერე არის. მრევლშიც ჩამოყალიბდა კულტურა, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, პირბადეს ატარებენ. გარეთ გახმოვანება ყოველთვის იყო სამების საკათედრო ტაძარში, დღესაც ისევ ისე იქნება”, – განაცხადა მამა იოანემ.