ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულაძე: კახი კავსაძის ადგილი იყო განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის

“კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის”, – ამის შესახებ რეჟისორმა და კინომსახიობმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის პანაშვიდი მიმდინარეობდა.

“ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი. ამის უნარი ჰქონდა მის სიმართლეს და დამაჯერებლობას სცენიდან თუ კინოდან”, – აღნიშნა წულაძემ.

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობი 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. კავსაძე ბოლო ორი თვის განმავლობაში,  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

იტვირთბა....