ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოცნებამ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაცემული რეკომენდაციები კონსტრუქციული და საქმიანია.

“შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულმა ოცნებამ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტი ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიამ ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა.

იტვირთბა....