“ეკლესიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ. ადამიანებს არაფერი ექნებათ სადარდებელი, მთავარია მიცვალებულების სულები ტაძარში მოიხსენიონ. ამაზე დიდ რამეს ვერ გააკეთებს ადამიანი”, – ამის შესახებ დღის კურიერის ეთერში არქიმანდრიტმა, სამების ტაძრის იკონომოსმა იოვანემ განაცხადა.
მისი თქმით, სასაფლაოებზე დიდი სუფრების გაშლა ეკელესიური წესი არ არის.
ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა. ნუგეში ამ ადამიანებისთვის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფლავებზე ვერ მივლენ, საფლავები იქნება ნაკურთხი,”- აცხადებს არქიმანდრიტი.
ცნობისათვის, აღდგომის დღესასწაულზე, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.