ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სინოპტიკოსი: დღეს, დღის ბოლოსაც შესაძლებელია, ისეთივე ამინდი იყოს, როგორიც გუშინ

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია, დღის ბოლოს დედაქალაქში ისეთივე ამინდი იყოს, როგორც გუშინ. ამის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ რუსთავი 2-ს განუცხადა.

“დღეს, დღის ბოლოსაც შესაძლებელი იქნება, ისეთივე ამინდი იყოს, როგორიც გუშინ, წერტილოვნად.  ცალკეულ უბნებში ნალექი მომავალ კვირებშიც იქნება.

დასავლეთის მიმართულებით, შესაძლებელია ნალექი დღის პირველ ნახევარში, თუმცა ეს ყველაფერი წერტილოვნად. მნიშვნელოვანი და მკვეთრი ამინდის ცვლილება არ იქნება,” – თქვა გვაზავამ.

ცნობისათვის, გუშინ თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

იტვირთბა....